30 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება - სპეციალისტების მოსაზრებით, არსებული მდგომარეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა

ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პაციენტის კავშირებს ისევ ეძებენ. დღეს მათ რიცხვს კიდევ 2 დაემატა და სულ 12 პირია, ვისი ინფიცირების წყარო ჯერ კიდევ უცნობია. იზრდება დაუდასტურებელ კავშირებთან ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობა.

დღეს კასპის რაიონში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის 4 ოჯახის წევრს ვირუსი დაუდასტურდა - მეუღლეს, რძალს და 2 მცირეწლოვან შვილს. ადგილზე ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ.

გაიზარდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა, ახლა სამედიცინო დაწესებულებაში 11 მედიკოსი მკურნალობს. ამავე სამედიცინო დაწესებულების 11 სამედიცინო პერსონალი სპეციალურ ზონაში იმყოფება, ეპიდემიოლოგები მედიკოსების კავშირებს იკვლევენ.

ბოლო ერთი კვირაა დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მეტია გამოჯანმრთელებულთა რიცხვზე. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო რომ გაუმარტივდეს, ვირუსის ადრეული გამოვლენის და პრევენციისთვის საკუთარ მობილურ ტელეფონებში სპეციალური, სტოპკოვიდის აპლიკაციის გადმოწერაა შესაძლებელი.

ამ აპლიკაციით შესაძლებელია გაიგოთ, იმყოფებოდით თუ რა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ასევე ადგენს შესაბამის დისტანციას ვირუსით დაავადებულ პაციენტთან.

დღის ამბები