05 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
წყალდიდობა თურქეთში - მოვარდნილმა წყალმა ერთი პირი გაიტაცა

თურქეთში ბურსის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა ტრანსპორტის გადაადგილებას. წყალმა გაიტაცა ერთი პირი, თუმცა მისი გადარჩენა ადგილობრივებმა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სინოპტიკოსების პროგნოზით პროვინციაში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ძლიერი წვიმაა დიდ ბრიტანეთშიც. დაიტბორა ქალაქ ბირმინგჰემის ქუჩები, რის გამოც შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები