03 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 2 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, COVID ცენტრებში სულ 132 პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთოს მძღოლია, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი პაციენტი დაგვემატა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 898-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 11-ით გაიზარდა და უკვე 752 გამოჯანმრთელებული გვყავს. დღევანდელი მონაცემებით, 132 პაციენტი მკურნალობს COVID ცენტრებში. 

ახალი 3 შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - ერთი ბოლნისი, მეორე კი მარნეული. 

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, გვაქვს მხოლოდ 1 შესაძლო შემთხვევა, რომლის კვლევაც დღეს ჩატარდება. ასევე, ამ ეტაპზე ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმე მათგანი არის საშუალოზე მძიმე, დანარჩენი კი საშუალო და მძიმე პაციენტები არიან," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები