05 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
დაკარგული ფეხბურთელის საქმეზე დაკითხვები დაიწყო

დაკარგული ფეხბურთელის საქმეზე დაკითხვები დაიწყო. გამოძიების კითხვებს ახლა ის პირი პასუხობს, რომელმაც გიორგი შაქარიშვილი ბოლოს ნახა.

ის მცხეთაში მეგობრის წვეულებას ფეხბურთელთან ერთად ესწრებოდა და სახლი მასთან ერთად დატოვა.

ამის შემდეგ როგორც მოწმე აცხადებდა, მათი გზები გაიყო, მეგობარს უკავშირდებოდა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო.

ამ წუთებში მცხეთის პოლიციაში ამ საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ის არის პირი, რომელიც 19 ივნისის ღამეს ახლდა გიორგი შაქარიშვილს.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა აგარაკი დატოვეს და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე  მანქანა მათ დაბადების დღის კიდევ ორმა სტუმარმა გაუჩერა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მგზავრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ კიდევ ერთ პირს შორის. მოწმეების მტკიცებით, გიორგიმ და გურამმა გაქცევა სცადეს, გურამმა გაქცევა ვერ შეძლო და ის ავტომანქანით თბილისში, დიდუბეში ჩამოიყვანეს, გიორგი კი შემთხვევის ადგილას, მდინარესთან ხიდის ქვეშ დაიმალა.

დაკითხვების პარალელურად, ორი სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში საქართველოს ორ მდინარეზე.

არაგვსა და მტკვარში მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ დაკარგულ 19 წლის ფეხბურთელს ფეხბურთელს. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა, მყვინთავები და მაშველები მუშაობენ როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

ტერიტორია კონტროლდება დრონის საშუალებით. მცხეთაში შექმნილია საგანგებო შტაბი. პარალელურად ცნობილია, რომ საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მცხეთის პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები