02 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
ჭიათურაში "ლელო საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა

ჭიათურაში დღეს "ლელო საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ჭუმბურიძე წარადგინა.

"უმძიმესი მდგომარეობაა პერსპექტივის თვალსაზრისით. ეს იმ ადგილას, სადაც ასეულ მილიონი დოლარის პროდუქცია გადის ექსპორტზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის კარტელის ხელში, მაფიის ხელში, სამწუხაროდ ამას აკონტროლებენ ივანიშვილი და მისი მაფიოზური სტრუქტურები, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
"ლელო საქართველოსთვის" კამპანია - "ახალი ძალა, ახალი იმედი" ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა ჭიათურელს ექნება იმის საშუალება მივიდეს ოფისში და გუნდის წევრებს მათი პრობლემები გაუზიაროს.

"ჭიათურაში დღეიდან უკვე "ლელოს" ოფისი გაიხსნა იმიტომ, რომ ყველა ჭიათურელს ექნება საშუალება მოვიდეს ჩვენს ოფისში და თავისი პრობლემები გაუზიაროს არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც აქ მუდმივად იქნება და ამავე დროს არა მხოლოდ პრობლემები გაუზიაროს, არამედ ერთად ვიმსჯელოთ იმ გზებზე თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ მთელი ქვეყანა, ჭიათურა ამ კრიზისიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით," – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები