03 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
ჯანმო COVID-19-თან საბრძოლველად დექსამეტაზონის ​წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის

კორონავირუსის მონაცემების ზრდა ფიქსირდება შეერთებულ შტატებში. პანდემიის ეპიცენტრში ვირუსს საერთო ჯამში 122 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება არიზონისა და ფლორიდის შტატებში.

ბოლო 24 საათში COVID-19-ის 24 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა ბრაზილიაში. ირანში კი ვირუსი პარლამენტის 6 წევრს დაუდასტურდა. საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეზღუდვა დაწესდება უცხოელ პილიგრიმებზე. წელს ჰაჯს მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეების განსაზღვრული რაოდენობა შეასრულებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების რისკებზე საუბრობს და COVID-19-თან საბრძოლველად დექსამეტაზონის ​წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა რეგიონის ქვეყნებში. სომხეთში კიდევ 10 ინფიცირებული გარდაიცვალა და ლეტალობის მაჩვენებელმა 360-ს მიაღწია. 161-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი აზერბაიჯანში. ეს მონაცემი თურქეთში 4 000, რუსეთში კი 8 000 აჭარბებს.

დღის ამბები