03 მაისი 2024,   12:57
ვრცლად
ჰონგ კონგში აპრილის შემდეგ ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს აზიაში. ჰონგ კონგში აპრილის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი, 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი იმპორტირებულია.

სტატისტიკა მზარდია სამხრეთ კორეაშიც. სეულის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელება თუ გაგრძელდება, მალე შესაძლოა, დედაქალაქში ასობით ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს.

მონაცემები იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მხოლოდ რუსეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 8 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთში 1 დღეში დაავადება 418 ადამიანს დაუდგინდა, 21 კი გარდაიცვალა. უკრაინაში კი ეს მონაცემი 833-ს, ხოლო თურქეთში 1 200-ზე მეტს შეადგენს.

დღის ამბები