30 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - დაღუპულია 2 და დაშავებულია 17 ადამიანი

ვარშავაში ავტობუსის ხიდიდან გადავარდნას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. 186-ე მარშრუტით მოძრავი ავტობუსი გროტ-როვეცკის ხიდიდან გადავარდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსში 30 ადამიანი იმყოფებოდა. ორსექციანი ავტობუსი ავარიის შედეგად ორ ნაწილად დაიშალა და ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე დგინდება.

დღის ამბები