05 მაისი 2024,   10:59
ვრცლად
პრემიერის ანგარიშის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პრემიერისთვის 20-21 ივნისის მოვლენების შესახსენებლად მივიდნენ. 

"გიორგი გახარია კვლავ უტიფრად საუბრობს ქართული პარლამენტის წინაშე. ის არ არის დასჯილი ქართველი ახალგაზრდების თვალის დათხრისთვის და სხვა დანარჩენი დანაშაულებისთვის. "ქართული ოცნების" პირობებში იქნება თუ მომავალი ხელისუფლების პირობებში, საზოგადოებას ვპირდებით, რომ გიორგი გახარია აუცილებლად აგებს პასუხს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს ბრძანების გამცემი პირი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. 

"ჩვენ კიდევ შევახსენებთ მას, რომ ის ნარინჯისფერი ტყვიები, რომელიც მან გამოიყენა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში ლეტალური და სწორედ ამიტომ, როგორც ბრძანების გამცემი პირი აუცილებლად დაისჯება და ჩვენ ამას იქამდე შევახსენებთ, სანამ მას არ მივაკითხავთ უკვე მატროსოვზე,"-აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

დღის ამბები