04 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
ქალი, რომელსაც ქვიშხეთში მომხდარი ავარიისას მეუღლე და 3 შვილი დაეღუპა, რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

ქვიშხეთში იანვარში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალიც გარდაიცვალა. ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იჯდა, მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამა და სამი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მარიანა ქორიძე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.

ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

დღის ამბები