05 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
რუსეთში ჩატარებულ რეფერენდუმს ევროკავშირი ეხმაურება და დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 77.93% ემხრობა. რეფერენდუმზე გატანილ საკითხს მხარი არ დაუჭირა ამომრჩეველთა 21.26%-მა. ამრიგად, ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.

ევროკავშირი მოსკოვისგან ხმის მიცემის პროცედურისას დაფიქსირებული ყველა დარღვევის გადახედვას ელოდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

პიტერ სტანოს თქმით, ხმის მიცემისას დაფიქსირდა იძულების წესით ხმის მიცემის, ასევე, ორმაგი ხმის მიცემისა და ანონიმურობის წესის დარღვევის ფაქტებიც. ასევე, დაფიქსირდა პოლიციის მიერ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტიც. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ არ აღიარებს ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც რუსეთმა მოსახლეობას რუსეთის პასპორტები უკანონოდ დაურიგა და ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.

დღის ამბები