12 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსის 7 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინაში ვირუსი ერთ დღეში 914-ს ხოლო აზერბაიჯანში 583-ს დაუდგინდა. რაც შეეხება თურქეთს, აქ ბოლო 24 საათში 1 200-მდე ინფიცირებული გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 204 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

მონაცემები იზრდება შეერთებულ შტატებში. ქვეყენაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 3 მილიონს აღწევს, ვირუსი დაუდგინდა დონალდ ტრამპის შვილის მეგობარ ქალს. საუბარია ქიმბერლი გილფოილზე, რომელიც შტატების პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ტესტი რიშმორის მემორიალთან შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, გილფოილს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია. პრეზიდენტის უფროსი შვილის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.

დღის ამბები