26 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
არასრულწლოვნების საკარანტინო ზონებში განთავსებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შემუშავდება - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი არასრულწლოვნების კარანტინში განთავსების საკითხს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, არასრულწლოვნების კარანტინში განთავსება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება. 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, არასრულწლოვნების საკარანტინო ზონებში განთავსებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შემუშავდება.

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელწიფოს მხრიდან არის მაქსიმალურად ყურადღებით შესწავლილი. სახელწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და შესაბამისად, მათთვის მაქსიმალურად მისაღები.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საბჭოს მიერ დაევალა ოპერაციულ შტაბს, რომ დამატებით შეიმუშაოს ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები გახდება საჯარო," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები