11 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
ლონდონში საცხოვრებელ სახლს ამწე დაეცა - შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ლონდონში საცხოვრებელ სახლზე ამწეს დაცემის შედეგად.

20 მეტრიანი კონსტრუქცია ორი შენობის სახურავს დაეცა. ადგილზე მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

დაშავებულები მძიმე და მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები