11 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ათენში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით მიღებული ახალი კანონი გააპროტესტა

ათენში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით მიღებული ახალი კანონი გააპროტესტა, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა.

აქციაზე 6 პოლიციელი დაშავდა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავების წინააღმდეგ აალებადი ნივთიერებები გამოიყენეს, რასაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს 9 ადამიანი დააპატიმრეს.

დღის ამბები