სიეტლში ანტირასობრივი გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალადამცველებმა აქციაზე 45 ადამიანი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, აქციის დასაშლელად მათ არალეტალური იარაღი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაკავების ერთ-ერთ ცენტრს ცეცხლი წაუკიდა. შეტაკების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა.
არეულობა მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდშიც. რასიზმის საწინააღმდეგო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ იმართება.