11 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
ქალბატონი სალომე იყო საპატრიარქოს მრევლი, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის პრეზიდენტად აერჩიათ, ახლა რაღაც შიდა გაუგებრობა მოხდა თუ რაღაცაზე გაებუტა, ეს ჩემი საქმე არ არის - იაგო ხვიჩია

სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს ოპოზიციაში აფასებენ. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტს საპატრიარქო მხარს უჭერდა, თუმცა ამჯერად რა მოხდა, მისთვის გაუგებარია:

"მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი სალომე იყო საპატრიარქოს მრევლი. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის პრეზიდენტად აერჩიათ. ახლა რაღაც შიდა გაუგებრობა მოხდა, თუ რაღაცაზე გაებუტა, ეს ჩემი საქმე არ არის. მე ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ფაქტობრივად, ხელიხელჩაკიდებულები მოძრაობდნენ არჩევნებზე და უპირობოდ უჭერდნენ მხარს ქალბატონ სალომეს. ახლა კი, რაზე იჩხუბეს, არ ვიცი, კამათი ადამიანურია და მე არ ჩავერევი მათ ურთიერთობაში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები