11 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
"გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის" - პრემიერი

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური წერს, რომ გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა.

"2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით, ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დიდება ჩვენს გმირებს!,"- წერს პრემიერ-მინისტრი.

 

დღის ამბები