11 მაისი 2024,   22:42
ვრცლად
საქართველო, ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს შეუერთდა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო პირველად ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს შეუერთდა.

ქვეყანამ დათქმულ ვადაში ევროკომისიას 2024-26 წლებისთვის "ეკონომიკური რეფორმების პროგრამის" პირველადი დოკუმენტი წარუდგინა.
აღნიშნული დოკუმენტი, კანდიდატი ქვეყნებისთვის, ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტია.

სწორედ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები განიხილეს ევროკომისიის ექსპერტებმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, ქართული მხრიდან, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

"განვიხილეთ ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული "ეკონომიკური რეფორმის პროგრამა". ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ველოდებით რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკის, ფინანსური მდგომარეობისა და მაკრო-ფისკალური სტაბილურობის თაობაზე. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი. განვიხილავთ ვარიანტებს, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყანა ევროკავშირის ბაზრის გამოწვევებს და ინტეგრირდეს ერთიან ბაზარზე,"- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა.

 

დღის ამბები