11 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
მისასალმებელია, რომ "ქართული ოცნების" რეგიონული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მისასალმებელია, რომ "ქართული ოცნების" რეგიონული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" მალე არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებს და კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმონ.

"მისასალმებელია, რომ "ქართული ოცნების" რეგიონული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო. ბათუმში შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს. პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ბატონ მამუკა მდინარაძეს ვესაუბრეთ იმ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამავდროულად, იცით, რომ ძალიან მალე დავიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის. ამ ერთიანობით, შევძლებთ, რომ კიდევ ერთი, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმოთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები