11 მაისი 2024,   16:03
ვრცლად
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საკითხზე მსჯელობისთვის, აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაცია საქართველოში ვიზიტით გაემგზავრა.

მედიის ცნობითვე, როვშან რუსტამოვის საქართველოში ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაცნობაა. იგეგმება აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთანაც.

"მუშაობა გრძელდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე, რომელიც შუა დერეფნის მთავარი განშტოებაა. ამ გზის ქართული სეგმენტის გაფართოებაზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება", - წერს აზერბაიჯანული მედია. სტატიის ავტორი დასძენს, რომ ბაქო-თბილის-ყარსის გამტარუნარიანობა, მილიონი ტონიდან, 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, 2017 წელს ამოქმედდა.

დღის ამბები