12 მაისი 2024,   02:27
ვრცლად
10 რეგიონი და 100 დღე - "ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ აქტივთან შეხვედრები დაიწყო

ასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ბათუმში გამართულ პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის მიზანია ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

"შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს განვლილ პერიოდზე, გარკვეულ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო გლობალურ პოლიტიკასთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვადასხვა ძალის მცდელობებთან, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. საუბარი ასევე შეეხო შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს", - აცხადებენ მმართველ პარტიაში. 

დღის ამბები