10 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
ასეულობით ათასი დოლარი ჩვენი პოლიტიკისთვის დიდი ფულია, თუ იმდენად უმნიშვნელო საკითხზე ხვდები, რომ ადამიანი მხოლოდ ფულის გამო გხვდება, უკვე ცუდია, ტყუილად დახარჯული ფულია - ალექსანდრე რაქვიაშვილი "ფარას" დოკუმენტებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ასეულობით ათასი დოლარი ქართული პოლიტიკისთვის ძალიან დიდი ფულია და უცნაურია, რომ ამდენი ფული ლობისტურ საქმეში იხარჯება.

მისი თქმით, გაუგებარია რატომ უნდა გადაიხადო ფული შეხვედრაში, რადგან თუ ადამიანისთვის საკითხი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მხოლოდ ფულის გამო გხვდება, ეს აპრიორში ცუდია.

"ასეულობით ათასი დოლარი ჩვენი პოლიტიკისთვის ძალიან დიდი ფულია და უცნაურია, რომ ამდენი ფული იხარჯება ასეთ საქმეში. რატომ უნდა გადაიხადო ფული შეხვედრისთვის, ან თუ იმდენად უმნიშვნელო საკითხზე ხვდები, რომ ადამიანი მხოლოდ ფულის გამო გხვდება, ეს უკვე ცუდია. ამიტომ, ტყუილად დახარჯული ფულია. არ აინტერესებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა, ან თემა არ აინტერესებთ, ან პრიორიტეტები არ აინტერესებთ, ან უბრალოდ სხვა თემით არიან დაკავებულები", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.

 

დღის ამბები