აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა. აღსანიშნავია, რომ კორნერსტოუნის ლობისტებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ანალიტიკურ ცენტრებთან. "ფორმულას" ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯეიმსთაუნის ფონდის, ბრუკინგსის, ჰადსონის ინსტიტუტის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
აღიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც 2024 წელს საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობის დაგეგმვას უკავშირდება. ანგარიშში ნახსენებია, რომ "ქორნერსტოუნის" შეხვედრების მიზანი ამერიკული მხარისთვის კლიენტისა და მისი ინტერესების გაცნობაა, თუმცა, არაა დაკონკრეტებული ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრებს თავად კლიენტი, ტელევიზიიის მფლობელი ან წარმომადგენელი. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420,000).