10 მაისი 2024,   09:11
ვრცლად
"ის, რასაც ავრცელებს ეს ორგანიზაცია, ეს არის მათი უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის და შეკრების თავისუფლება" - თეონა აქუბარდია Tbilisi Pride-ზე

"ის, რასაც ავრცელებს ეს ორგანიზაცია, ეს არის მათი უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციური გარანტიაა თითოეული მოქალაქისთვის," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, "თბილისი პრაიდი" აქციებს დაიწყებს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია რაიმე პოზიცია გქონდეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" თავისი სახელისუფლებო მედიის მეშვეობით ცდილობს, რომ არარსებულ კანონპროექტზე ამდენი ხნის მანძილზე ამსჯელოს საზოგადოება, წარმოუდგენელია, რაიმე პოზიცია გქონდეს მაშინ, როდესაც არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, ფუნდამენტური ადამიანის უფლებები.

ის, რასაც ავრცელებს ეს ორგანიზაცია, ეს არის მათი უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციური გარანტიაა თითოეული მოქალაქისთვის," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები