16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"იმედის" ინფორმაციით, ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, "თბილისი პრაიდი" აქციებს დაიწყებს, დონორებს კი კოორდინირებული ქმედებების შესახებ წერილს უგზავნის

ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით ირკვევა, რომ ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, "თბილისი პრაიდი" საზოგადოების ნაწილთან ერთად ქუჩაში გავა და აქციებს დაიწყებს.

"თბილისი პრაიდის" წერილის მიხედვით, დემონსტრაციები ლგბტ პროტესტის ჩარჩოსაც გასცდება და გასული წლის მარტის აქციების სახეს მიიღებს. იქამდე კი, პრაიდი საკითხზე კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს და იმავეს მოუწოდებს პარტნიორებსაც.

"როგორც ირკვევა, აქაური "პრაიდელები" უკვე მითითებებს ელოდებიან და ათანხმებენ სპონსორებთან, დამფინანსებლებთან, თუ როგორ მოიქცნენ, კიდევ როგორ შეარყიონ ეს ქვეყანა, როგორ შელახონ ქართველების ღირებულებები, ადამიანობა, სახელმწიფოებრიობა და ჩვენ ამ პრიზმაში ვუყურებთ სწორედ ამ ლგბტ პროპაგანდას.

ეს არის კიდევ ერთი, ცალსახა დასტური იმისა, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას და მათ მხარდამჭერებს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის კოორდინირებული ქვეყნის გარედან ისევე, როგორც 8-9 მარტის აქციები, სადაც ჩვენ მცდელობა გვქონდა, რომ უფრო ღიაობა და გამჭვირვალობა შეგვეტანა იმაში, ამა თუ იმ ორგანიზაციას ვინ აფინანსებს, რომელი დონორი, რა მიზნით და რა მოტივაციით," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები