11 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
"ვინ ვისთან გაერთიანდება, ეგ არ არის მთავარი საკითხი" - გიორგი ვაშაძე მაია კოპალეიშვილის გვარამიასთან გაწევრიანების შესახებ

ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა, ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას უერთდება. 

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი, საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას არ აკეთებენ. მოძრაობის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ პარტიის ოფიციალურ წარდგენამდე მათი წევრების მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთდება. 

სხვა პოლიტიკურ პარტიებში კი განმარტავენ, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ ვისთან გაერთიანდება, რადგან როგორც ამბობენ, ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს:

"დღეს თუ რამე აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის თუ როგორ გამოვიდეთ ამ ეკონომიკური ჩიხიდან. დანარჩენი ვინ სად და როგორ იქნება ეგ არ არის მთავარი საქმე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები