12 მაისი 2024,   03:01
ვრცლად
იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში დაიკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას - პრემიერი

იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, "რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტიის შექმნა, კარგ სურათს გვაძლევს“.

"იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ, 2-3%-იანი პარტიების შექმნას, გვიზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი, იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში დაიკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები