11 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
ვერ იპოვით საქართველოში მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებს რა განცხადება გააკეთა კობახიძემ ადეიშვილთან დაკავშირებით, ან ადეიშვილი რას შვება უკრაინაში - ანა წითლიძე

გერმანიასა და ევროკავშირში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. 

მაგალითად, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, ეს თემა საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის საინტერესო არ არის:

"ვერ იპოვით საქართველოში მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებს თუ რა განცხადება გააკეთა კობახიძემ ადეიშვილთან დაკავშირებით, ან ადეიშვილი რას შვება უკრაინაში. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ არა გამოგონილი მტრები, არამედ აინტერესებთ ის, თუ როგორ გაუმჯობესდება მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე.

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პროვოკაციულად იქცევა:

"როცა ადეიშვილს "ქართული ოცნების" მეგობარი ორბანი მასპინძლობდა, მაშინ პრობლემა არ იყო და მას შემდეგ გახდა პრობლემა ეს ყველაფერი, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვცეს, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა ვთქვათ, "ქართული ოცნება" იქცევა პროვოკაციულად და ცდილობს იპოვოს კონფრონტაციის გზები ნაცვლად კონფრონტაციის მოგვარების გზებისა," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები