11 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ - სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რომის პაპის პოლიტიკური განცხადება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. ერთ-ერთი ბოლო, ვინც პაპ ფრანცისკეს გამოეხმაურა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია.

ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ რომის პაპის განცხადება ვერ გაიგო. მისი თქმით, "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ".

ბერბოკმა აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს, რომ ამ ხალხმა თავის დაცვა შეძლოს.

"საკუთარ თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ". - აცხადებს ანაბეელ ბერბოკი.

ცნობისთვის, რომის პაპს მიაჩნია, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.

დღის ამბები