12 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
უკრაინაში ოდესღაც სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით და ეს ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად - ზელენსკი რომის პაპის განცხადებაზე

რომის პაპის პოლიტიკური განცხადება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა.

"უკრაინაში ოდესღაც სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით და ეს ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პაპის განცხადებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც ქვეყანას ეხმარება და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

"რუსი მკვლელები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელი კაცები და უკრაინელი ქალები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ. უკრაინაში ოდესღაც ბევრი თეთრი სახლი და ეკლესია იყო, რომლებიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსების მიერ. ძალიან ნათელია იმაზე საუბარი, ვინ უნდა გაჩერდეს, რომ ომი შეწყდეს. როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ ეს ომი დაიწყო, ყველა უკრაინელი თავდაცვისთვის გამოვიდა. ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები – ყველა. ისინი მხარს გვიჭერენ ლოცვით, საუბრითა და მოქმედებით. აი, რა არის ეკლესია - ის ხალხთან ერთად დგას და არა სადღაც ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ, ვირტუალურ შუამავლობაში ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება სურს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რომის პაპს მიაჩნია, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.

დღის ამბები