11 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
ძალიან ბევრი კითხვაა და კარგი იქნებოდა, სიცხადე შემოვიდეს - კახა კალაძე აგვისტოს მოვლენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების შესაძლო გამოძიებაზე

შეიქმნება თუ არა პარლამენტში აგვისტოს ომის საკითხების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, - ეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ თუ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პარლამენტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებების გამოძიებას დაიწყებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კითხვები არსებობს და თემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

"გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი დღევანდელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვისნიშანს აჩენს, შესაბამისად, შევაფასო ის, თუ რას იზამს ხვალ, ზეგ - ძალიან გამიჭირდება. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც, მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მთლიანად, ის რაც ხდებოდა აგვისტოში, ძალიან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს. ყველამ ყველაფერი იცოდეს. თუმცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ვემზადებით არჩევნებისთვის. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები