11 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
საქართველოს ახლო მომავალში ვეწვევი, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა - იენს სტოლტენბერგი

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის რეფორმები მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა. საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. ნატოს აქვს მთავარი ღირებულებები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები