12 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსში ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს ძალიან მაღალ დონეს და წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ადამიანური განვითარების ანგარიშს ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას.

"საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას - "ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე". მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს მდგრადი პროგრესი ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და არჩევანის თავისუფლების მიმართულებით ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 71-ე ადგილს იყო ჩამოცდენილი. მას შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ადამიანური განვითარების ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა. საყურადღებოა, რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონით", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები