12 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესს, ახალი ჯანდაცვის მინისტრი გაუძღვება, რომელსაც შესაბამისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება აქვს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომ კლინიკასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ, პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესს, ახალი ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაუძღვება, რომელსაც შესაბამისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება აქვს.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დღეს, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წაწიოს, მათ შორის, იგულისხმება ვითარების წინ წაწევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის, იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები. ის ამ საქმეს იდეალურად გაუძღვება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები