12 მაისი 2024,   03:07
ვრცლად
"ვეტინგის" სისტემა არის ადეიშვილის სისტემა - ვერ მივცემთ საშუალებას, სასამართლო სისტემაში მოიყვანონ თავიანთი ხელის ბიჭები და გოგოები და საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად ატყაპუნებინონ ჩაქუჩები - ბექა ოდიშარია

5 მოსამართლის მიერ, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მხარდაჭერას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია "ვეტინგის" სისტემას ადეიშვილის სისტემას უწოდებს.

"არ მსურს, რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს - დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ მოსამართლეებს რჩევას მივცემდი, რომ დაანებონ კეკლუცობას თავი, რადგან არცერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა. შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან კეთილსინდისიერები. ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. "ვეტინგის" სისტემა არის ადეიშვილის სისტემა. ვერ მივცემთ საშუალებას, თავიანთ კლანჭებში ჩაიგდონ მოსამართლეები, გაყარონ ყველა, მოიყვანონ თავიანთი ხელის ბიჭები და გოგოები და ატყაპუნებინონ ჩაქუჩები იმის შესაბამისად, თუ რა პოლიტიკური მიზნები ექნებათ," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები