11 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

"მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი.

მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმის ხელშეწყობას.

დღის ამბები