11 მაისი 2024,   09:45
ვრცლად
დღეიდან საპენსიო სესხებზე პროცენტი მცირდება - გადაწყვეტილება 150 000 პენსიონერს ეხება

დღეიდან საპენსიო სესხებზე პროცენტი მცირდება. გადაწყვეტილება 150 000 პენსიონერს ეხება, იმ პენსიონერებს, რომლებმაც სესხები და ოვერდრაფტები 2023 წლის 1-ელ იანვრამდე აიღეს.

"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.

"ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს უკვე ყველა იმ პენსიონერს, რომელსაც 2023 წლის პირველ იანვრამდე აქვთ სესხი აღებული, შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთი. ეს დაახლოებით 7-პროცენტიან სხვაობას აძლევს სესხზე, რაც, შესაძლოა, არ იყოს მოცულობით დიდი თანხა, მაგრამ ჯამურ გადასახდელ ჭრილში, ინდივიდუალური პენსიონერისთვისაც მნიშვნელოვანია," - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი ნათია ჭყონია.

დღის ამბები