11 მაისი 2024,   16:58
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები