11 მაისი 2024,   14:52
ვრცლად
თინა ბოკუჩავა არ მალავს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, ბრიუსელმა ალტერნატიული ძალა დაინახოს - რას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა"

”ოპოზიცია ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს” - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებას. შალვა პაპუაშვილის თქმით, სურვილის და მცდელობის მიუხედავად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები, ქვეყნის შიგნით და არა რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქში წყდება.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა საქართველოში ალტერნატიული ძალა უნდა დაინახოს.

ანალოგიური შინაარსის განცხადება, ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, დღესაც გააკეთა. თინა ბოკუჩავას თქმით, ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების სურვილი დაინახონ. ”ნაციონალურ მოძრაობაში” იციან ისიც, რომ ქვეყნის ფარგლებს მიღმა პოლიტიკურ მხარდაჭერას ფორმალური გაერთიანებები ვერ უზრუნველყოფს და ამისთვის, რეალურად საერთო ძალისხმევაა საჭირო.

”ნაციონალური მოძრაობას" კოლეგებმა ოპოზიციიდან შეახსენეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერამდე მათ პოლიტიკურ მომავალს, ქვეყნის შიგნით, საზოგადოების განწყობა განსაზღვრავს.

საზოგადოების მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უნდობლობაზე საუბრობენ სახელისუფლებო პარტიაში. სწორედ ამიტომ, ”ქართულ ოცნებაში” არ გაკვირვებით მათი სტრატეგია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ პოლიტიკური ძალის სურვილი, საკუთარი ხალხის დაკვეთით მოქმედება არასდროს ყოფილა და მათი მიზანი, მხოლოდ უცხო სახელმწიფოს ინტერესის გატარებაა.

ვის რა პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა, ეს დაახლოებით 7 თვეში გაირკვევა. ამომრჩეველი გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან, 26 ოქტომბერს მიიღებს.

დღის ამბები