12 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
აუცილებელია, რომ ღაზაში დახმარება უფრო ფართომასშტაბიანი იყოს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო ფართო მასშტაბით დაშვებისკენ მოუწოდა. მედიის ცნობით, შოლცი ხვალ იორდანიის მეფეს შეხვდება, შემდეგ კი ისრაელში გაემგზავრება, სადაც პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

"რთული მდგომარეობა გვაქვს. ახლა საჭიროა, რომ დახმარება უფრო ფართომასშტაბიანი იყოს ღაზაში. ეს იქნება თემა, რომელზეც მეც მომიწევს საუბარი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო მოვლენების შემდგომი განვითარებით. კერძოდ, არსებობს საშიშროება, რომ რაფაჰში სრულმასშტაბიანი შეტევას მოჰყვება სამოქალაქო მსხვერპლი, რაც თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად. აქედან გამომდინარე, ეს არის ის, რაც უნდა განიხილებოდეს. ჩვენ მოგვიწევს საუბარი გრძელვადიან პერსპექტივაზე, კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს წარმატებული მშვიდობიანი თანაცხოვრება პალესტინის სახელმწიფოსა და ისრაელს შორის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მისი ქვეყნის დასაცავად, და ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი ჰამასის თავდასხმისგან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის პატივისცემა," - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

დღის ამბები