11 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
"საქართველოს ხელისუფლება ყველა მსგავს შანსს უნდა იყენებდეს" - რა განცხადებები კეთდება NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტამდე ოპოზიციაში

NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს - ასე აფასებენ თბილისში იენს სტოლტენბერგის ვიზიტს. 17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. დღეს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. ხვალ კი NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

რა განცხადებები კეთდება NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტამდე საქართველოში და რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს - როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მთავრობისთვის, რომ ასეთი მასშტაბის ვიზიტი საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენოს.

"მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ტურნე არის სამხრეთ კავკასიაში, ამ მოცემულობაში, სამი ქვეყნიდან ერთადერთია საქართველო, რომელსაც NATO-ს წევრობა უნდა და ამისთვის ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში NATO-ს ეგიდით.

ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მთავრობისთვის, რომ გამოიყენოს ეს პოლიტიკური ვიზიტი," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ვიზიტს მნიშველოვნად მიიჩნევენ "ლელოშიც".

"საქართველოს ხელისუფლება უნდა იყენებდეს ყველა მსგავს შანსს, იმისთვის, რომ ეროვნული პოზიციების ალობიროს, რათა დააჩქაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები