12 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
გაერთიანებები, რომლებიც დაცლილია პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და მიზნად მხოლოდ პარლამენტში მოხვედრას ისახავს, კრახისთვის არის განწირული - რატი იონათამიშვილი ელისაშვილის ინიციატივაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ალეკო ელისაშვილის ინიციატივა შეაფასა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პრინციპებისგან და ღირებულებებისგან დაცლილი გაერთიანებები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტში მოხვედრის გზებს ეძებენ, კრახისთვის არიან განწირულები.

"მით უარესი მათთვის თუ ეს ადამიანები კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ეს ყალბი და ხელოვნური გაერთიანებები, რომლებიც დაცლილია პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და მიზნად მხოლოდ პარლამენტში მოხვედრას ისახავს, განწირულია ჩავარდნისთვის და კრახისთვის. მათ უნდათ პარლამენტი, მაგრამ პარლამენტის ნაცვლად მიიღებენ ფანჩატურს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები