12 მაისი 2024,   09:59
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებას სთავაზობს - ვინ როგორ აფასებს "მოქალაქეების" ლიდერის გეგმას

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ალეკო ელისაშვილი ალაპარაკდა. "მოქალაქეების" ლიდერი, ერთი მაგიდის გარშემო დიალოგის დასაწყებად ყველა პროევროპულ პარტიას და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ეპატიჟება.

"მოქალაქეების" ლიდერს პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას არც ის დაუმალავს, რომ ამ დროისთვის "გირჩის“ წევრებთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრის დასაწყებად, ისინი უკვე მზად არიან.

წინასაარჩევნოდ, ალტერნატიული ცენტრის ფორმირების საჭიროებას ხედავს "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდიაც. დეპუტატის თქმით, კონსულტაციები ამ მიმართულებით დროულად უნდა დაიწყოს. ალეკო ელისაშვილის შეთავაზების კიდევ ერთი ადრესატი, გიორგი გახარიას პარტიაა, სადაც ამბობენ, რომ ინიციატივაზე ჯერ გუნდის შიგნით იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები გაერთიანებას ვერ შეძლებენ. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არა რეალურად გაერთიანების, არამედ პარლამენტში მოხვედრის გზებს ეძებს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერისგან შეთავაზება "ევროოპტიმისტებმა" და "ლელომაც" მიიღო, თუმცა ელისაშვილის ინიციატივაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები