11 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით - ირაკლი ღარიბაშვილი ევრონესტის ასამბლეაზე ჩაგდებული რეზოლუციის შესახებ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა "ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ჩავარდნას მორიგი საბოტაჟი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების გატარებით დაინტერესებული არ არის.

"მორიგი საბოტაჟი. ოპოზიცია, ჯერ კიდევ უვიზო მიმოსვლის მინიჭების დროს, შემდეგ უკვე სტატუსის მინიჭების დროს, როგორ იქცეოდა, პირდაპირ მტრობდა ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ მიგვეღო ჯერ უვიზო რეჟიმი და არ მიგვეღო სტატუსი. ეს ფაქტიც, რა თმა უნდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები