11 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მივესალმები ამ ფაქტს - სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მიცემული ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მნიშვნელოვანია და არა მარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც.

"მინდა, პირისპირ მივულოცო ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე, საკუთარი სერიოზული დამოკიდებულებით, საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. 6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. მაქვს საშუალება, განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა რომ იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა.

წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ - ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები