12 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
საია წლებია, დაარსების დღიდან, აქვეყნებს თავის ანგარიშს - ნონა ქურდოვანიძე

მესამე სექტორის დაფინანსება პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, ძირითადად, პოლიტიკურ პარტიებს ემსახურებიან და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

მსგავს განცხადებებს მესამე სექტორზე თავდასხმად განიხილავს არასამთავრობო სექტორი, სადაც აცხადებენ, რომ მათი დონორების შესახებ ინფორმაცია ახლაც საჯაროა:

"ამ საკითხს არ სჭირდება რაიმე გამოსწორება, რადგან ეს ასეა დადგენილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წლებია, დაარსების დღიდან, აქვეყნებს თავის ანგარიშს. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაზიანება მოხდეს, სხვა მიზანი ამას არ აქვს, ვინაიდან ყველა ხარჯის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

 

დღის ამბები