12 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
ორმხრივი ურთიერთობები ავიყვანეთ სტრატეგიულ დონეზე და ამან ახალი იმპულსი მოიტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში - ილია დარჩიაშვილი სომხეთში ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტი გრძელდება - ირაკლი კობახიძე რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.

"სულ ახლახან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ავიყვანეთ სტრატეგიულ დონეზე და ამან ახალი იმპულსი მოიტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაღრმავებას. კიდევ ერთხელ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ხაზი გაესვა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები