11 მაისი 2024,   16:41
ვრცლად
ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა - ლევან დავითაშვილი სომხეთში ვიზიტზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.

მისი განმარტებით, ეკონომიკის კუთხით სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

"ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა, შესაბამისად კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის კუთხით სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ის არის მეოთხე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელსაც, იმედია, რომ გაიზრდება, დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო კუთხით სომხური ტვირთვისთვის საქართველოს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ბაზარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები