11 მაისი 2024,   20:26
ვრცლად
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი აირჩიეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" - ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი აირჩიეს. დელეგატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. "ექსპო ჯორჯიაში", ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე, გაწეული საქმიანობაც შეაჯამეს.

"პატივი მქონდა და არჩეული ვიყავი მეორედ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ჩვენ შევძელით ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით ქალების საჭიროებები კიდევ უფრო აქტუალურად დაგვეყენებინა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ შევძელით, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, 40 ათასზე მეტ ქალს შევხვედროდით, გამოგვეკვლია მათი პრობლემები იქნებოდა ეს, საჭიროებები თუ მისწრაფებები. გაგვეძლიერებინა ისინი და გვემუშავა ქალების პოლიტიკურ და პარტიულ გაძლიერებაზე ჩვენივე პარტიის შიგნით. 300-მდე ქალი სისტემატურად მუშაობს თავიანთ ადგილებზე ქალების საჭიროებების გამოსაკვლევად, ჩვენ ვატარებთ კამპანიებს ისეთი, როგორიც არის "ვარდისფერი ოქტომბერი", ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, ადრეულ ასაკში ქორწინება." - აცხადებს ნინო წილოსანი.

კონფერენციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ქალმა დეპუტატებმა და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათი ისაუბრეს იმ როლზე, რომელიც ქალებს ქართულ პოლიტიკაში აქვთ, ასევე - სოციალურ ცხოვრებაში.

დღის ამბები